„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №127
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდა რ ღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდა რ ღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებ ით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ ი წესის:
1. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სერტიფიკატში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება;
ბ) რეალიზაციის ფორმა (აუქციონი ან პირდაპირი მიყიდვა);
გ) რეალიზაციის დრო;
დ) შეძენილი მალფუჭებადი საქონლის დასახელება;
ე) მყიდველის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ვ) გადახდილი თანხის ოდენობა (დღგ-ის ჩათვლით);
ზ) დღგ-ის თანხა.“.
2. დანართი №27 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი№27
შემოსავლების სამსახური
მალფუჭებადი საქონლის საკუთრების დამადასტურებელი
სერტიფიკატი №
|
|
საგადასახადო ორგანოს დასახელება
|
|
რეალიზაციის ფორმა
|
|
რეალიზაციის დრო
|
|
|
|
|
|
|
|
შეძენილი მალფუჭებადი საქონლის დასახელება
|
|
მყიდველის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი
|
|
გადახდილი თანხა (დღგ-ის ჩათვლით)
|
|
დღგ-ის თანხა
|
|
სერტიფიკატის გაცემის თარიღი
|
|
|
| (ხელმოწერა) |
საგადასახადო ორგანოს უფროსი
ბ.ა.“.
მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს2012 წლის 1 მაისიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი