„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№178
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016152
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110329002, 01/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №178

2011 წლი ს 29 მარტი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანებით (სსმ III, №172, 31.12.2010, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის მე-11 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დაემატოს 31 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31 . საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრების გადაცემა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარდა, შესაძლებელია განხორციელდეს მისთვის პლასტიკურ ბარათზე თანხის ჩარიცხვის საშუალებით.“.

2. მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საკონტროლო შესყიდვისას მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად ფაქტობრივად გაწეული ხარჯები, აღემატება ამ პროცედურისთვის დადგენილი წესით განსაზღვრულ თანხებს, ზედმეტად გახარჯული თანხის გაცემა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირზე ხორციელდება „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ” ოქმის საფუძველზე და „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის № 511 ბრძანებით დამტკიცებული ფორმა № 018-ის შესაბამისად ან მისთვის პლასტიკურ ბარათზე თანხის ჩარიცხვის საშუალებით.

8. ნაღდი ანგარიშსწორებით საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემდეგ დარჩენილი (გაუხარჯავი ან/და უკან დაბრუნებული) ფული წარედგინება საგადასახადო ორგანოს ან მის მომსახურე საბანკო დაწესებულებას შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის მიზნით, არა უგვიანეს თვის ბოლო სამუშაო დღისა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                პ. პეტრიაშვილი