„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№498
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016246
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110926007, 28/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანასთა მინისტრის

ბრძანება №498

2011 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. 33-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,4. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი ხილ-ბოსტნეულის განადგურება და აღნიშნული პროდუქციის გაუვარგისების გამო მისი ფაქტობრივი რაოდენობა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებულზე ნაკლებია, მაშინ გადასახადის გადამხდელი ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ ( დანართი № 24) მოცემული ცხრილის მე-4 სვეტში ავსებს ჩამოსაწერი ხილ-ბოსტნეულის ფაქტობრივ რაოდენობას,  ხოლო მე-5 და მე-6 სვეტებში უთითებს ამ პროდუქციის გაუვარგისებამდე სააღრიცხვო მონაცემებში არსებულ ერთეულის ფასს და თავდაპირველი რაოდენობის მთლიან ღირებულებას.”.

2. 35-ე მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,7. იმ შემთხვევაში, როცა სმფ-ის განადგურება ვერ ხერხდება გადასახადის გადამხდელის ტერ ი ტორიაზე, იგი უნდა განხორციელდეს სხვადასხვა სახის ნარჩენების განთავსების ან განადგურებისთვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებში.”.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . გვინდაძე