„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.12.2020 ბოლო ცვლილება 30.12.2020
ნომერი
№297
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017403
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №297

2020 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 51-ე მუხლის:

 ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტის ელექტრონული ფორმით გამოწერის ან/და დადასტურების უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე:

ა) უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ნიშნების გამოვლენისას. ამ შემთხვევაში, საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში;

 ბ) შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნისას (მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში);

გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.“;

 

ბ) მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის:

ა)  „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით (მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში) ან თუ გამოძიებით არ დადასტურდა უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ფაქტი;

ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი