„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№371
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016457
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №371

2012 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  საქართველოს  ფინანსთა  მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების  შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლ ი ს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6  პუნქტი:

„6 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  პირს უფლება აქვს , 2014 წლის 1 იანვრამდე ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის დოკუმენტ ურად დადასტურებ ის გარეშე დამატებით გამოქვითოს საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტით გატანილი  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონ ლო ნომენკლატურის 3001-3006 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის   რეალიზაციით მიღებული შემოსავლის  10%, თუ:

ა) ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებით გათვალისწინებული წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების მიხედვით  აღნიშნული საქონლის წარმოშობის ქვეყანა არის საქართველო ან;

ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული წარმოშობილია საქართველოში და  ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პროდუქციის ღირებულების სულ ცოტა 30%-ს შესაფუთი მასალების ღირებულების ჩათვლით ან;

გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საქონელი წარმოებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფარმაცევტული წარმოების ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში.“.

შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისათვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვები.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობ ე ბზე.

ა . ხეთაგური     

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.08.2012.
როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.08.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №371. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.016457.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.08.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №371, 31.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016457 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1733495/