„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №85/ნ |
|
2018 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110407029, 07/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430190000.22.022.016087) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
,,11. 2017-2018 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდეს ამ წესის გათვალისწინებით, შემდეგი პირობების დაცვით: ა) გამოცდები შესაძლებელია ჩატარდეს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგნებში იმ პირებისთვის, რომლებსაც ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ან/და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლეული არ აქვთ საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში, XI კლასის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო, ასევე მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლის დირექტორისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სემესტრული გამოცდის დანიშვნის მოთხოვნის ან საშემოდგომო გამოცდის საჭიროების გამო; ბ) ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს გამოცდები ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ან/და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგნებში ჩაბარებულად ჩაეთვლება იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიიღებს დადებით შეფასებასა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცდების ჩაბარების წელს შეფასდება ექსტერნატის/საშემოდგომო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ან/და XI კლასი ჩაეთვლება დაძლეულად; გ) სამინისტრო 2019 წლის 20 აპრილამდე ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, ცენტრს ელექტრონული და წერილობითი ფორმით გადასცემს ინფორმაციას იმ პირთა თაობაზე, რომლებსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ექსტერნის ფორმით, ასევე საშემოდგომო გამოცდის ჩაბარების გზით ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ან/და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლეული არ აქვთ საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.06.2018.
- როდის იქნა მიღებული „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №85/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430190000.22.022.017541.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №85/ნ, 08.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.017541 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4219662/