„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№103/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430190000.22.022.017357
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №103/ნ

2017 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110407029, 07/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430190000.22.022.016087) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. 2016-2017 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდეს ამ წესის გათვალისწინებით, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) გამოცდები შესაძლებელია ჩატარდეს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგნებში იმ პირებისთვის, რომლებსაც ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ან/და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლეული არ აქვთ საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში, XI კლასის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30% და მეტის გაცდენის გამო, ასევე მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლის დირექტორისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სემესტრული გამოცდის დანიშვნის მოთხოვნის ან საშემოდგომო გამოცდის საჭიროების გამო;

ბ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს გამოცდები ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ან/და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგნებში ჩაბარებულად ჩაეთვლება იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიიღებს დადებით შეფასებასა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცდების ჩაბარების წელს შეფასდება  ექსტერნატის /საშემოდგომო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე, ან/და XI კლასი ჩაეთვლება დაძლეულად;

გ) სამინისტრო 2018 წლის 20 აპრილამდე ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, ცენტრს ელექტრონული და წერილობითი ფორმით გადასცემს ინფორმაციას იმ პირთა თაობაზე, რომლებსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ექსტერნის ფორმით, ასევე საშემოდგომო გამოცდის ჩაბარების გზით ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ან/და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლეული არ აქვთ საშუალო საფეხურში შემავალ ყველა კლასში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის პირველი მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა