„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №59/ნ |
|
2014 წლის 27 მაისი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლის მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:
„20. 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და ამ პროგრამაზე აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით: ა) სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი: ა.ა) უფლებამოსილია 2014 წელს აბიტურიენტთა მიღება გამოაცხადოს იმ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელზე ჩარიცხვისთვისაც სავალდებულოა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების ჩაბარება; ა.ბ) უფლებამოსილია ამ პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით 2014 წლის 30 მაისამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს ანკეტა; ა.გ) ვალდებულია კონკურსის შედეგები გადაუგზავნოს ცენტრს დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით; ბ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორე გადაამოწმოს და მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა დამოწმებული ანკეტა გადააგზავნოს ცენტრში; გ) ცენტრი: გ.ა) ვალდებულია ანკეტაში გათვალისწინებული კომპიუტერულად დამუშავებული ელექტრონული ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე; გ.ბ) ვალდებულია სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან კონკურსის შედეგების მიღების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 5 დღისა ელექტრონულ ბაზაში ასახოს ინფორმაცია აბიტურიენტთა შემოქმედებითი ტურის თაობაზე. დ) აბიტურიენტი: დ.ა) ვალდებულია გამოთქვას სურვილი კონკურსის ჩაბარების თაობაზე და დარეგისტრირდეს სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, უნივერისტეტის მიერ დადგენილ ვადებში; დ.ბ) ვალდებულია 2014 წლის 25 ივნისიდან ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებამდე სარეგისტრაციო განაცხადში ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების გათვალისწინებით შეცვალოს დებულების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №59/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.016794.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №59/ნ, 27.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016794 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2354870/