„ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის N1266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
190020100.22.033.016724
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №51

2015 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის №1266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის  26 დეკემბრის №1266   ბრძანებაში (სსმ,  №151,   28/12/2005,  სარეგისტრაციო  კოდი 190.020.100.22.033.007.966) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, 184 მუხლის მე-6 ნაწილის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N341 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელებით, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბრუნების ნაღდი ანგარიშსწორების და ხაზინის ერთიან ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციებისთვის, საბანკო დაწესებულებებში გახსნან     კორპორაციული მიმდინარე ანგარიში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3. 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს 23 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 

„23. კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ შესაძლებელია პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ ფორმით ანგარიშსწორების გარდა სხვა ალტერნატივა.“.

4. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3. კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან, ამ ბრძანებით განსაზღვრული მიზნების გარდა სხვა დანიშნულებით, ოპერაციების განხორციელება დაუშვებელია.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნები დან მე-3 დღეს.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი