„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№99
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016628
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №99

2014 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი NII-09-ის:
ა) დეკლარაციის დანართი „ა“-ს შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „შენიშვნა:

       1. იმ  შემთხვევაში,  თუ  აუცილებელი  გახდება  დეკლარაციის სტრიქონებში მითითებული ლოგიკური ფორმულისაგან ან შინაარსისაგან განსხვავებული მონაცემების   შეტანა,   გადასახადის   გადამხდელი   ვალდებულია   მიუთითოს მიზეზი.

       2. დანართის 1 - 3  სტრიქონებში დაფიქსირებული მონაცემები შესაძლებელია არ შეადგენდეს ამ სტრიქონების მიხედვით ჩაშლილი სტრიქონების ჯამს.

       3. 1-13 სტრიქონების ჯამი (სვეტი 5) გადაიტანება მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-15 სტრიქონში.

      4. დანართის 6.1.-6.3 სტრიქონები არის საინფორმაციო ხასიათის.“;

ბ) დეკლარაციის დანართი „თ“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
გ) დეკლარაციის დანართი „კ“-ს შემდეგ დაემატოს დეკლარაციის დანართი „კ1“ თანდართული რედაქციით;
დ) დეკლარაციის დანართი „ლ“-ს შემდეგ დაემატოს დეკლარაციის დანართი „ლ1“ თანდართული რედაქციით.
2. 41-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „1. მოგების გადასახადის დეკლარაცია  შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართებისაგან. დანართები დეკლარაციის  განუყოფელი  ნაწილია   და   მისი   წარდგენა  სავალდებულოა  იმ გადასახადის გადამხდელთათვის, რომელთა საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავალი ან ხარჯები (ასევე, შეძენები) 5 მლნ  და  მეტ  ლარს  შეადგენს.  ტოტალიზატორის  მომწყობი  პირი,  რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად მოგების გადასახადს იხდის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლიდან, დეკლარაციის III ნაწილში ვალდებულია შეავსოს მხოლოდ  მე-16 და მე-40 სტრიქონები.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

       „11.  ამ მუხლის პირველი პუნქტის მიუხედავად, საჯარო სამართლის იურიდიული პირები თავისუფლდებიან მოგების გადასახადის დეკლარაციის წარმოდგენისას დეკლარაციის დანართების შევსების ვალდებულებისაგან.“;  

გ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „18. დეკლარაციის დანართ „კ“-ში და დეკლარაციის დანართ „ლ“-ში შეიტანება მონაცემები საწარმოს საბალანსო მონაცემებიდან (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად) გამომდინარე. ამასთან, ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს უფლება აქვთ აღნიშნული „კ“ და „ლ“ დანართების ნაცვლად შეავსონ „კ1“ და „ლ1“ დანართები.“;

დ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:

„19. დეკლარაციის დანართი „კ1“ და დეკლარაციის დანართი „ლ1“ შეიძლება შეივსოს მხოლოდ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.03.2014.
როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №99. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.016628.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.03.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №99, 27.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016628 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2298294/