„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№353
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016579
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №353

2013 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03.01.2011წ. სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და 56-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 56. კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა“;

        ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში - კსაფ) გამოიყენება დღგ-ის იმ გადამხდელებთან მიმართებაში, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით და რომელთა მიერ მომსახურების გაწევა ან ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად.“;

         გ)  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კსაფ-ის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.“;

დ) მე-7  და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ასახული კსაფ-ების მონაცემების მიხედვით განახორციელოს ჩათვლებზე მონიტორინგი არსებული წესის შესაბამისად.“;

 

      ვ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

     ზ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

        „11. გადამხდელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას კსაფ-ების გამოყენებაზე, რისთვისაც საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს.“;

 

      თ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

        „12. დაუშვებელია საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლის მიერ, არასწორად შევსებული (შეცდომით შეტანილი რეკვიზიტებით) კსაფ-ის მიცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორად შევსებული კსაფ-ების შესახებ  ინფორმაცია წარედგინება საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.10.2013.
როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №353. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.016579.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.10.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №353, 23.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016579 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2047879/