„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №262 |
|
2022 წლის 29 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 811 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 - მე-8 პუნქტები:
„6. თუ აქციზური/არააქციზური მარკებით ნიშანდებულ იქნა ამავე მარკების სახეობისთვის შეუსაბამო საქონელი, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაბამისი მარკები ჩათვალოს დაბრუნებულად და უტილიზირებულად, თუ შესრულდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა: ა) საბაჟო საწყობში განხორციელდა ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლინდა არასწორი ნიშანდება; ბ) აქციზურ/არააქციზურ მარკებზე სრულყოფილად იდენტიფიცირდება შესაბამისი რეკვიზიტები; გ) შერჩეული პირისთვის და საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია ინფორმაცია (რეესტრი) შესაბამისი საქონლის დასახელების, რაოდენობის და მათზე დაკრული აქციზური/არააქციზური მარკების სერიული ნომრის/სერიული ნომრის დიაპაზონის მითითებით. აღნიშნული ინფორმაციის (რეესტრის) სისწორე ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებულია (არსებობის შემთხვევაში) გადასახადის გადამხდელის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) შესაბამისი ინფორმაციის (რეესტრის) წარდგენიდან შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ადგილზე გადაამოწმოს ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე; ბ) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შერჩეულ პირს და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს: ბ.ა) შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული (არსებობის შემთხვევაში) აქტი შესაბამისი მარკების განადგურების შესახებ; ბ.ბ) არაუგვიანეს საქონლის მიწოდებისა ან საბაჟო საწყობიდან გატანის მომენტისა, ინფორმაცია (რეესტრი) შესაბამისი საქონლის დასახელების, რაოდენობის და მათზე დაკრული ძველი და ახალი მარკების სერიული ნომრების/სერიული ნომრების დიაპაზონების მითითებით. 8. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცხადდება ბათილად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|