„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.016855
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №23

2016 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 111228027, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.016287) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი“ და  თანდართული ფორმა №1, ფორმა №2, ფორმა №3  და  რეზიდენტობის ცნობა.“.

2. „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის“:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს რეზიდენტის მიერ ივსება ფორმა №1 „საგადასახადო აგენტის ინფორმაცია არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგადასახადო ორგანოს მიერ ივსება ფორმა №3-ის V ნაწილი „საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობა.“;

ბ) მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნა და რეზიდენტობის ცნობის გაცემა

1. საქართველოს რეზიდენტობის ცნობის მისაღებად საქართველოს რეზიდენტი ელექტრონული ფორმით მიმართავს საგადასახადო ორგანოს. მიმართვაში აუცილებლად მიეთითება რეზიდენტის სახელი, გვარი/სახელწოდება (ქართულად და ინგლისურად), სრული მისამართი (ქართულად და ინგლისურად), საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

2. საგადასახადო ორგანო რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნის საფუძველზე ელექტრონულად გასცემს „რეზიდენტობის ცნობას“, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რეზიდენტი საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით წარადგენს იმ სახელმწიფოში არსებულ რეზიდენტობის დამადასტურებელ ფორმას (ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს ქართულ ენაზე), სადაც მან მიიღო შემოსავალი და ითხოვს რეზიდენტობის დადასტურებას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია წარმოდგენილ ფორმაში შესაბამისი ველის არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით დაადასტუროს მისი საქართველოს რეზიდენტობა.“.

3. ამოღებულ იქნეს ფორმა №4 „რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნა“.

4. ბრძანებას დაემატოს თანდართული რედაქციის „რეზიდენტობის ცნობა“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური