„საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბერი №641 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№184
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.016767
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №184

2015 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N641 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/12/2011 სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016294)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის და სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, 23-ე და 241 მუხლების, საფუძველზე, ვბრძანებ:“;

გ) პირველი მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის და სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭება და გაუქმება, აგრეთვე, საერთაშორისო ფინანსური კომპანიების და სპეციალური სავაჭრო კომპანიების  რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტის:
გ.ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                           

„ა) „საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის და სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესი“ (დანართი №1);

ბ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის და სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების/გაუქმების თაობაზე განცხადების ფორმა (დანართი №2);“;

გ.ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიების და სპეციალური სავაჭრო კომპანიების რეესტრის ფორმა (დანართი №6)“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის, სპეციალური სავაჭრო კომპანიის და საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესის“ (დანართი N1):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საწარმოსათვის/ფინანსური ინსტიტუტისათვის საერთაშორისო ფინანსური კომპანიის და სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების/გაუქმების წესის“;

ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  სპეციალური სავაჭრო კომპანია - საწარმო, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241 მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.“;

ბ.ბ) მე-5 - მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია განიხილოს სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება, შეისწავლოს განცხადებაში მითითებული მონაცემების სისწორე, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გასცეს დადგენილი ფორმის სტატუსის მინიჭების თაობაზე სერტიფიკატი (დანართი №3) და მონაცემები შეიტანოს საერთაშორისო ფინანსური კომპანიების და სპეციალური სავაჭრო კომპანიების  რეესტრში (შემდგომში - რეესტრი) (დანართი №6).“;

დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი ენიჭება საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე (დანართი №2). განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) საწარმოს სახელწოდებას და სამართლებრივ ფორმას;

ბ) საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერს;

გ) საწარმოს იურიდიულ მისამართს;

დ) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას.“;

ე) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. ბრძანებით დამტკიცებული „დანართი N2“, „დანართი N4“ და „დანართი N6“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
4. ბრძანებით დამტკიცებული „დანართი N5“ ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური




 „დანართი №2

 

 

 საერთაშორისო ფინანსური კომპანიის და სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის

მინიჭების/გაუქმების თაობაზე

 

  საერთაშორისო ფინანსური კომპანიის

  სპეციალური სავაჭრო კომპანიის

 

 სტატუსის მინიჭების თაობაზე

 სტატუსის გაუქმების თაობაზე

--------------------------------------------------------------------------------------

(საწარმოს სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა)

 

--------------------------------------------------------------------------------------

(საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

 --------------------------------------------------------------------------------------

(საწარმოს იურიდიული მისამართი)

 

--------------------------------------------------------------------------------------

(სტატუსის მოქმედების ვადა)

 

------------------------------------------------------------------------

(სტატუსის გაუქმების წელი)

 

საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი:

 

 (ხელმოწერა)

„-----“ ------------------ 201.... წელი

შენიშვნა:

1. სტატუსის მოქმედების ვადა ივსება მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართვისას და მიეთითება „უვადო“ ან კონკრეტული კალენდარული წელი.

2. სტატუსის გაუქმების წელი ივსება სტატუსის გაუქმების თაობაზე განცხადებით მიმართვისას.“

 

 

 

დანართი №4

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

შემოსავლების სამსახური

 

სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი №

 

----------------------------------------------------------------------------------

(საწარმოს სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება,)

 

-----------------------------------------------------------------------------------

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

-----------------------------------------------------------------------------------

(სტატუსის მინიჭების თარიღი)

 

მოცემული სერტიფიკატის მფლობელი არის საწარმო, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241 მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს „ სპეციალური სავაჭრო კომპანიის“ სტატუსი.

 

საგადასახადო ორგანოს

 უფლებამოსილი პირი ------------------------------

                                            ბ.ა. (ხელმოწერა)

 

 შევსების თარიღი „ -------“ ------------------- 201....წელი“

 

 

 

დანართი №6

 

საერთაშორისო ფინანსური კომპანიების და სპეციალური სავაჭრო კომპანიების  რეესტრი

 

საწარმოს

სახელწოდება, სამართლებრივი

ფორმა

საიდენტიფიკაციო ნომერი

სტატუსის

სახე

სტატუსის

მინიჭების

თარიღი

მოქმედების ვადა

 

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                                                                                               „.