„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №142 |
|
2025 წლის 13 მაისი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში − სამეთვალყურეო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ვ) საქართველოს კულტურის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ზ) საქართველოს სპორტის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ი) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ლ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
მ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ნ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ო) შპს – საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
პ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ჟ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
რ) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ს) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ტ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“;
ბ) მე-4 მუხლის:
ბ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აღმასრულებელ დირექტორს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;
ბ.ბ) მე-10 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) მონაწილეობს ფონდის ემბლემისა და ბლანკების დამტკიცებაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ფონდის ბეჭედს;“.
|