„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №430 |
|
2022 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქსტატის დეპარტამენტებია:
ა) სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტი;
ბ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ე) ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტი;
ვ) ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტი;
ზ) ფასების სტატისტიკის დეპარტამენტი;
თ) სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტი;
ი) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის დეპარტამენტი;
კ) მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტი;
ლ) საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დეპარტამენტი.“.
2. მე-9 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საქსტატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სტატისტიკური მეთოდოლოგიის, სტანდარტებისა და კლასიფიკაციის შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) სტატისტიკური მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
გ) სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
დ) საქსტატის სტრატეგიული და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების უზრუნველყოფა და მათი შესრულების მონიტორინგი;
ე) სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) საბიუჯეტო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ზ) ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება;
თ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცვა და ინვენტარიზაცია;
ი) ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
კ) საქმისწარმოების განხორციელება;
ლ) საარქივო საქმიანობის განხორციელება;
მ) შესაბამის დოკუმენტებზე საიდუმლოების რეჟიმის დაცვა;
ნ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, განხორციელება და ანგარიშგება;
ო) სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;
გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ბ) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
გ) საქსტატის საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) სტატისტიკურ მონაცემთა გავრცელებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და უზრუნველყოფა;
ე) საქსტატის საქმიანობის ანგარიშის მომზადების კოორდინაცია;
ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
თ) საქსტატის საქმიანობის ფოტო-და ვიდეომომსახურების კოორდინაცია და უზრუნველყოფა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;
დ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქსტატის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმება;“.
|