„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.024916
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №26

2025 წლის 31 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30            ოქტომბრის №558 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/11/2015, 040030000.10.003.018944) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში − სამეთვალყურეო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

 ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ე) საქართველოს კულტურის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ვ) საქართველოს სპორტის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

თ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

კ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ლ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

მ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ნ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ო) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

პ) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ჟ) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

რ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე