„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №306
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/11/2015, 040030000.10.003.018944) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში –
სამეთვალყურეო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი კვირიკაშვილი –
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
ნოდარ ჯავახიშვილი –
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
დიმიტრი ქუმსიშვილი –
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ნოდარ ხადური –
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
მიხეილ გიორგაძე –
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ოთარ დანელია –
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
კახა კალაძე –
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
სოზარ სუბარი –
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ილია დარჩიაშვილი –
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
თენგიზ შერგელაშვილი –
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
გიორგი კობერიძე –
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ერეკლე ტრიპოლსკი –
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ზურაბ ტყემალაძე –
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
თამაზ მეჭიაური –
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ვახტანგ ყოლბაია –
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი