„საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №293 |
|
2015 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/05/2013, 010220020.10.003.017277) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში − საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ა) რატი ბრეგაძე − საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე; გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ე) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; კ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ლ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; მ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; ნ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ო) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; პ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ჟ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; რ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ს) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ტ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე.“.
|
|