საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №112 |
|
2013 წლის 17 მაისი ქ. თბილისი |
რატი ბრეგაძე ‑ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;
ქეთევან ნატრიაშვილი ‑ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;
კახაბერ საკანდელიძე ‑ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
დავით ჯანდიერი ‑ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
ალექსანდრე მარგიშვილი ‑ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;
თენგიზ შერგელაშვილი ‑ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;
ირაკლი მატკავა ‑ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
გიორგი ჯავახიშვილი ‑ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
მერაბ მენაბდე ‑ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე;
ზაალ სარაჯიშვილი ‑ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
დავით დონდუა ‑ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
ქეთევან ციხელაშვილი ‑ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
ილია ელოშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
თამარ ქაროსანიძე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
გიორგი ხელაია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
დავით გალეგაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
გრიგოლ გიორგაძე - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
შალვა ამირეჯიბი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე.
ლერი ხაბელოვს - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს;
უჩა ნანუაშვილს - საქართველოს სახალხო დამცველს;
დავით ღვინერიას - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს;
ნატალია ზაქარეიშვილს - გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელს.
|
საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2
1. საკოორდინაციო საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება და მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციის (მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპის საბჭოს ოფისის) წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები/სპეციალისტები.
3. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3
საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორცილების ხელშეწყობა;
ბ) ახალგაზრდობის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
გ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის რევიზია და სრულყოფა, სამოქმედო გეგმის შემუშავება და პერიოდული განახლება;
დ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით განსაზღვრული მიმდინარე და განსახორციელებელი პროგრამების უწყვეტობის ხელშეწყობა და მიმდინარეობის მონიტორინგი;
ე) ახალგაზრდობის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება, სახელმწიფო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით;
ვ) ახალგაზრდობის სფეროში გრძელვადიანი სამოქმედო პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად;
ზ) მუნიციპალურ დონეზე არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება, ცენტრალურ ქალაქებსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის, ეროვნული უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური კონტაქტებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მუხლი 4
1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი.
3. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს თანათავჯდომარე.
4. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ.
5. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საკოორდინაციო საბჭოს სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.
6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს.
8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
9. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 5
1. საკოორდინაციო საბჭო, თავისი ამოცანების შესრულების მიზნით, ქმნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს.
2. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს შემადგენლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო.
3. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს საქმიანობას წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი, რომელსაც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამ დებულების თანახმად, მოწვეული პირებისგან ირჩევს საკოორდინაციო საბჭო.
მუხლი 6
საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1