„საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №110
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/05/2013, 010220020.10.003.017277) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
რატი ბრეგაძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე.“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი