„სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№276
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.017443
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №276

2013 წლის 29 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება  „სა­მ­სახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლე­ბის საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ სა­ქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენი­ლე­ბა­ში (www.matsne.gov.ge, 22/10/2013, 010220020.10.003.017433) და პირ­ველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29‑ე მუ­ხ­ლის შესაბამისად, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრის აპარატების, მათ სისტემაში შე­მა­ვალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირების, სა­ქარ­თველოს პარლამენტის, საქართვე­ლოს მთავრობის კანცელა­რიისა და საქართველოს მთავრობის სახელმ­წიფო კონტროლს დაქვემდე­ბა­რებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამსახურებ­რივი ავტო­მანქანებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მარეგულირე­ბე­ლი ნორმატიული აქტების მომზადებისა და საბიუჯეტო სახსრების რა­ციონალური ხარჯვის მიზ­ნით შეიქმ­ნას სამთავრობო კომისია (შემდ­გო­მ­ში ‑ კომისია) შემდეგი შემა­დ­გენლო­ბით:

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი ‑ კომისიის თავ­მჯდომარე

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ‑ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინის­ტრის მოადგილე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოად­გილე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადა­ად­გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოად­გილე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სა­კითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მო­ად­გილე

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტ­რის პირველი მოადგილე

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი