„სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №158 |
|
2018 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი |
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის აპარატების, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მომზადებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.“.
|