„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№504
სარეგისტრაციო კოდი
240140000.10.003.018890
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №504

2015 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15.04.2011 წ., 240140000.10.003.016334) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – კომისიის წევრი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი  – კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი