"სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№201
სარეგისტრაციო კოდი
240140000.10.003.016361
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110517005, 17/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№201

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახ ე ბ

მუხლი 1.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილე­ობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწი­ლებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტი­ლების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვ­რის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დად­გენილებაში (სსმ, 15.04.2011წ.) და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელ­მწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განა­წილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გა­და­წყვეტილების მიმღები კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენ­ლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი–კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა­დი განვითარების მინისტრი–კომისიის წევრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი–        კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე–კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვი­თარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე–კომისიის წევრი

სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე–        კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარ­ტამენტის უფროსის მოადგილე–კომისიის წევრი.“.

მუხლი 2.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ.გილაური