„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №157/ნ |
|
2015 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების (სსმ, 93, 30.07.2010 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.014912) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ფონდის სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“. ფონდის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – „Shota Rustaveli National Science Foundation“ (აბრევიატურა-SRNSF)“. 2. მე-6 მუხლის: ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საქმიანობა ხორციელდება ანაზღაურების გარეშე. უცხო ქვეყნის მოქალაქის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის შემთხვევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფონდი უფლებამოსილია აანაზღაუროს მისი მგზავერობის (საერთაშორისო და ადგილობრივი), დროებითი საცხოვრებლისა და დღიური ნორმის ხარჯები (დღიური ნორმის ოდენობა განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით);“; ბ) მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფონდის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა;“; გ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტები: „14. საბჭო უფლებამოსილია სხდომა გამართოს და საკითხები განიხილოს დისტანციური ელექტრონული ფორმატით შემდეგ შემთხვევებში: ა) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით; ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტის წერილობითი მოთხოვნით; გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეკრების ტექნიკური, ფინანსური ან/და სხვა გონივრული შემაფერხებელი მიზეზით განუხორციელებლობისას, ფონდის გენერალური დირექტორის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. 15. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის გამართვა დისტანციური ელექტრონული ფორმატით გულისხმობს: ა) სხდომის დღის წესრიგის, განხილვის ადგილის, თარიღის/დროისა და განსახილველი საკითხების შესახებ საინფორმაციო მასალების წინასწარ (2 კალენდარული დღით ადრე) გადაგზავნას საბჭოს წევრებისათვის მათ ელექტრონულ ფოსტაზე, გაცნობის მიზნით; ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ინტერნეტის („სკაიპის“ ან სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციის) საშუალებით, თანაბარი წვდომით მონაწილეობას საბჭოს სხდომაში; გ) სამეთვალყურეო საბჭოს დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვის შემდგომ საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და სხდომის გამართვის დღიდან 5 სამუშაო დღის მანძილზე ეგზავნება მონაწილე საბჭოს წევრებს ელექტრონულ მისამართზე; დ) იმ შემთხვევაში, თუ დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართული საბჭოს მონაწილე რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი განსხვავებული აზრი დაფიქსირდეს სხდომის ოქმში; ე) საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან საბჭოს სხდომის დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვისას მონაწილეობა მიიღონ განხილვაში საბჭოს შეკრების ადგილზე მისვლით ფონდის შენობაში; 16. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომიების დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვას ორგანიზებასა და ტექნიკურ მარდაჭერას ახორციელებს ფონდი.“. 3. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) საგრანტო კონკურსების პირობებთან საგრანტო განაცხადების შესაბამისობის დადგენისათვის, საჭირო ტექნიკური ექსპერტიზის განსახორციელებლად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც ფონდის თანამშრომელებთან ერთად, შესაძლებელია შედიოდეს მოწვეული სპეციალისტი/სპეციალისტები.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი: „უ1) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტს და/ან ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს;“. 4. მე-9 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ფონდი, კანონმდებლობთ დადგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და წარუდგენს სამინისტროს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|