„რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №382 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№58
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.017997
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №58

2026 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №382 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №382 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016693) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „რესტრუქტურიზებული  ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესის“:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი ადგენს რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების (შემდგომში – რესტრუქტურიზებული ვალდებულებები) ერთიანი რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) წარმოების წესსა და პირობებს.“;

ბ) მე-2 მუხლის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამონაწერი რეესტრიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება რეესტრში ჩანაწერის არსებობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ფაქტი და დავალიანების დაფარვის მდგომარეობა;“;

გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეესტრი შედგება სამი განყოფილებისაგან:

ა) პირველი განყოფილება – სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების  განყოფილება;

ბ) მეორე განყოფილება – სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმიდან გამოსული, ვალდებულებების მქონე საწარმოების განყოფილება;

გ) მესამე განყოფილება – სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმიდან გამოსული, ვალდებულებების არმქონე (დახურული) საწარმოების  განყოფილება.“;

დ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების მხარეებს;“.

3. ბრძანებით დამტკიცებული  „რესტრუქტურიზებული  ვალდებულებების ერთიანი რეესტრის  ფორმის“ (დანართი №1) მეოთხე და მეხუთე განყოფილებები ამოღებულ იქნეს. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №382 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №382 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.02.2026.
როდის იქნა მიღებული „რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №382 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №382 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 27.02.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №58. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.22.033.017997.
რამდენი მუხლისგან შედგება „რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №382 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №382 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №382 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.02.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №382 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №58, 27.02.2026, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017997 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6796609/