„საქრთველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №512 |
|
2014 წლის 4 მარტი ქ. თბილისი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებაში (ვებგვერდი, 200111, 20/01/2011, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016013) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველ პუნქტით დამტკიცებული თანდართული დებულების (შემდგომში - დებულება) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) დევნილთა აღწერის მეთოდოლოგიის, სამუშაოს აღწერილობისა და მუშაობის განგრიგის შემუშავება და დამტკიცება;“ 2. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭო იქმნება 2015 წლის პირველ იანვრამდე ვადით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ - მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის, ევროკავშირის სადამკვირვლებო მისია საქართველოში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის, მსოფლიო ბანკის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოში გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლები.“. 3. დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ თავისი წარმომადგენლის მონაწილეობა თემატურ სამუშაო ჯგუფში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|