„ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის №1266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №154 |
|
2024 წლის 14 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის №1266 ბრძანებაში (სსმ, №151, 28/12/2005, სარეგისტრაციო კოდი: 190.020.100.22.033.007.966) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 11 მუხლის პირველი ნაწილის, მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, 184 მუხლის მე-6 ნაწილის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“. 3. პირველი, მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა (შემდგომში – საბიუჯეტო ორგანიზაციები) და სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულმა სახელმწიფო საწარმოებმა (შემდგომში – სახელმწიფო საწარმოები), ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელებით, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბრუნების ნაღდი ანგარიშსწორების და ხაზინის ერთიან ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციებისთვის, საბანკო დაწესებულებებში გახსნან კორპორაციული მიმდინარე ანგარიში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საბიუჯეტო ორგანიზაციის/სახელმწიფო საწარმოს მიერ კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან გატანილი ნაღდი ფული ჩაჰბარდეს ორგანიზაციის/საწარმოს სალაროში. 21. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციის/სახელმწიფო საწარმოს მიერ კორპორაციულ მიმდინარე ანგარიშიდან შესაძლებელია ინტერნეტით განსახორციელებელი შესყიდვის პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება.“. 4. 23 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 პუნქტი: „24. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი სახელმწიფო საწარმოს კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის ფარგლებში, სახელმწიფო საწარმოს მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საფასურების გადახდის მიზნით, ასევე – თუ არ არსებობს ანგარიშსწორების სხვა ალტერნატიული ფორმა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|