„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№346
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016923
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 346

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:

„ც) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-100 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად:

ც.ა) კონოსამენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს  საზღვაო გადამზიდავის მიერ ამ საქონლის (ტვირთის) გემზე მიღების თარიღი, ან

ც.ბ) საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსუბუქი ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვასა და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2017 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ასეთი დოკუმენტი, სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს  კონტეინერის ნომერს და მსუბუქი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს.“.

2. 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ,  სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების გადატანილი საჭის არსებობის რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ექსპერტიზის ჩატარება ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის ან შესაბამისი მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენა.“.

 

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მსუბუქი ავტომობილის ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“.     
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი