„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №207 |
|
2016 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის: |
1.
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში – სატვირთო მანიფესტის წარდგენით, ხოლო კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემოტანისას – აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო გამშვები პუნქტი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო ტერმინალი, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბაჟო საწყობი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით;“. |
2.
მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისას საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის სავალდებულო დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი საქონლის ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერაც. 32. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფოთის პორტის გავლით შემოტანილი კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საბაჟო საწყობში, რომელიც აკმაყოფილებს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 31 აგვისტოდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.08.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 30.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №207. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.016891.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №207, 30.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016891 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3384165/