„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №461 |
|
2017 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. სავაჭრო დერეფნებით გადაადგილებული საქონლის იდენტიფიცირება 1. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის – მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – შეთანხმება) პირველი დანართით განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი საქონლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ამავე შეთანხმების ფარგლებში შერჩეული ნეიტრალური კერძო კომპანიისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო კონტროლის პროცედურები ხორციელდება ნეიტრალური კერძო კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელიც ასევე ახორციელებს შეთანხმების პირველი დანართით განსაზღვრული სავაჭრო დერეფნებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დამატებით ნიშანდებას ელექტრონული იდენტიფიკაციის საშუალებებით და მათ მოცილებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|