„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №176 |
|
2019 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
21-ე მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მიზნებისათვის, სატრანსპორტო საშუალება ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის იმპორტიორის საკუთრებაში იმყოფებოდა და რეგისტრირებული იყო ამგვარად პირის მიერ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღემდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.“. |
2.
23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი:
„ჯ) სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე იმპორტიორის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო პირის მიერ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღემდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. |
|