„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №467 |
|
2015 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დადგენილ ვადაში საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება გადასახდელების თანხის გადახდით.“. 2. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით – სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება. ამასთან, თუ საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად იცვლება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და სახეობათა რაოდენობა ან/და გადასახდელების თანხის ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში.“. 3. 76-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირმა, რომელმაც მიიღო შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების უფლება, გაფორმების საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესრულების შესახებ იმ პერიოდისათვის, როდესაც საქონელი გამოიყენებოდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად, და უნდა დაფაროს აღიარებული საგადასახადო დავალიანება, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა ვალდებულება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 30.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №467. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.016846.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №467, 30.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016846 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3138585/