„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№326
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016571
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №326

2013 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (200090000.22.033.016112, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლშემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 221  მუხლი:

„მუხლი 221. გადასახადის დარიცხვა

„1. გადასახადის  დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტულ საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების  აღრიცხვას და  ასახვას მის პირად აღრიცხვის ბარათზე.

2.  გადასახადის თანხის დარიცხვას ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. დარიცხვა მოიცავს შესწორებით დარიცხვას და სავარაუდო დარიცხვას.  შესწორებითი დარიცხვის შემთხვევაში უქმდება სავარაუდო დარიცხვა.

3. სავარაუდო დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო ორგანოში არსებული  ინფორმაციის საფუძველზე, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც პირი არ წარადგენს დასარიცხად საჭირო  ინფორმაციას.

4. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გარდა, საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის არსებობის შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენამდე, შესაბამისი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება სავარაუდო დარიცხვა ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული  სალდირებული ზედმეტობის ფარგლებში, ხოლო სხვა სათანადო ინფორმაციის გამოვლენის/წარდგენის  შემთხვევაში - შესწორებითი დარიცხვა.“.

2. 112-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ ინსტრუქციის 221 მუხლის მე-4 პუნქტით  გათვალისწინებული სავარაუდო დარიცხვა ასევე განხორციელდეს 2013 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული სალდირებული ზედმეტობის ფარგლებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური