„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 12 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017425
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №7

2021 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 12 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 12 იანვრის №4 ბრძანებაში (ვებგვერდი, 12/01/2021, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017423) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42-ე – 44-ე პუნქტები:

„42. პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია, რათა ამავე მუხლის 130-ე ნაწილის მიხედვით, შეუმცირდეს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გადავადებული საშემოსავლო გადასახადი (გადასახადი, რომელზეც გაგრძელებულია საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადა).

43. ამ მუხლის 42-ე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო განახორციელებს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე იმ საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, რომელზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის მიხედვით გაგრძელებული იყო გადასახადის გადახდისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადა.

44.  ამ მუხლის 42-ე პუნქტით განსაზღვრული წესით წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღდგება ამავე მუხლის 43-ე პუნქტის შესაბამისად შემცირებული საშემოსავლო გადასახადი.“.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 7 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი