„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №445 |
|
2018 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე–32-ე პუნქტები: „28. 2018 წლის 1 იანვრამდე იმპორტირებული, მიწოდებული ან საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი სეს ესნ-ის 2205 სასაქონლო პოზიციაში მოქცეული საქონლის იდენტიფიცირების მიზნით, იდენტიფიცირების საშუალებად გამოყენებულ იქნეს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული ადგილობრივი ნაწარმის იდენტიფიცირებისათვის განკუთვნილი მატერიალური ფორმის იდენტიფიცირების საშუალებები (შემდგომში – იდენტიფიცირების საშუალება). 29. ამ მუხლის 28-ე პუნქტით გათვალისწინებული საქონლის იდენტიფიცირების საშუალებების მოთხოვნით, გადასახადის გადამხდელი (პირი, რომელსაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგებში ნაშთად ერიცხება ამ მუხლის 28-ე პუნქტით გათვალისწინებული საქონელი) უფლებამოსილია, მიმართოს შემოსავლების სამსახურს 2018 წლის 15 დეკემბრამდე, დანართი №VIII-02 დამტკიცებული ფორმით. 30. ამ მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი და მიღებული იდენტიფიცირების საშუალებებით საქონლის იდენტიფიცირება გადასახადის გადამხდელის მიერ უნდა განხორციელდეს იდენტიფიცირების საშუალებების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. 31. შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი იდენტიფიცირების საშუალებების უსასყიდლოდ გაცემას პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მომართვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. 32. ამ მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი იდენტიფიცირების საშუალებების უსასყიდლოდ გაცემისას, გადასახადის გადამხდელი და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი პირი ადგენენ აქტს იდენტიფიცირების საშუალებების მიღება-ჩაბარების შესახებ.“. 2. დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №VIII-02. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №VIII-02
სპეციფიკაცია იდენტიფიცირების საშუალებების მოთხოვნაზე
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №445. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017156.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №445, 07.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017156 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4384414/