ნოტარიუსთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არსებითი პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.22.027.014.357
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №58
2010 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
ნოტარიუსთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არსებითი პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პირის ნოტარიუსად დანიშვნიდან 2 თვის ვადაში ნოტარიუსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს სავალდებულო პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. ნოტარიუსის სავალდებულო პროფესიული დაზღვევისათვის განისაზღვრება შემდეგი პირობები:
ა) ნოტარიუსის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობა სანოტარო მოქმედებათა შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის;
ბ) ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ხდება მზღვეველთან დაზღვევის ხელშეკრულების დადებით. მზღვეველი შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანია;
გ) სადაზღვევო შემთხვევად ითვლება სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნოტარიუსის ან მისი შემცვლელი პირის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება, რაც გახდა ზიანის მიყენების საფუძველი;
დ) ნოტარიუსის ფუნქციის შესრულებისას მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდით. თუ მზღვეველის მიერ გადახდილი ანაზღაურება არ არის საკმარისი მიყენებული ზიანის სრულად ასანაზღაურებლად, ნოტარიუსი ფარავს სხვაობას სადაზღვევო ანაზღაურებასა და ზიანის ფაქტობრივ ოდენობას შორის.
3. ნოტარიუსის სავალდებულო პროფესიული სადაზღვევო თანხის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში 100 000 ლარი.
4. სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არარსებობა ან ამ ბრძანებით განსაზღვრული პირობების დარღვევა წარმოადგენს ნოტარიუსისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
5. ამ ბრძანების ამოქმედებამდე თანამდებობაზე დანიშნულმა ნოტარიუსებმა ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის უზრუნველყონ ბრძანებით გათვალისწინებული პირობებით შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება.
6. ეს ბრძანება, გარდა პირველი-მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
7. ამ ბრძანების პირველი-მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
ზ. ადეიშვილი