კერძო აღმასრულებლების მიერ სააღსრულებო საქმისწარმოების განხორციელების პირობებისა და ფორმის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.04.2010 ბოლო ცვლილება 27.08.2015
ნომერი
№88
სარეგისტრაციო კოდი
070030000.22.027.014486
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 14/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.027.014.486

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 88

2010 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

კერძო აღმასრულებლების მიერ სააღსრულებო საქმისწარმოების განხორციელების პირობებისა და ფორმის განსაზღვრის შესახებ

სააღსრულებო საქმისწარმოების ერთიანი სტანდარტებისა და სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1416  მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. კერძო აღმასრულებლებმა სააღსრულებო საქმისწარმოება განახორციელონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმით – სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო), კერძო აღმასრულებელთან სტანდარტული პირობებით დადებული შეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოს სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის კერძო აღმასრულებლისათვის მიწოდება (დაშვება – ავტორიზაცია) და ამასთან დაკავშირებით სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური საქმიანობის განხორციელება.

3. სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მიწოდებისა და სარგებლობის პირობები განისაზღვრება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმებით.

4. სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამით სარგებლობისათვის კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გადასახდელი საფასური განისაზღვრება წელიწადში 500 ლარის ოდენობით.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს კერძო აღმასრულებლებისათვის სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენების შემსწავლელი სასწავლო კურსის ჩატარების ორგანიზება.

6. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

7. ამ ბრძანების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 30 აპრილიდან.

ზ. ადეიშვილი