„საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა და წინასწარ საპატიმრო დაწესებულებებში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.090.000.22.027.008.325
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №374–№286
2006 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა და წინასწარ საპატიმრო დაწესებულებებში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წლის 22 დეკემბრის №5/500/ო ერთობლივი ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა და წინასწარ საპატიმრო დაწესებულებებში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების დარეგულირების მიზნით, ვბრძანებთ:
1. საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა და წინასწარ საპატიმრო დაწესებულებებში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივები, ამჟამად ქვეყანაში მოქმედი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, განისაზღვროს თვეში არა უმეტეს 50 ლარისა.
2. ზემოაღნიშნული თანხის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეუძლია განსაზღვროს კონკრეტულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან საპყრობილეში მყოფ პატიმართა დღიური სასურსათო ულუფის ნორმატივი.
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (მ. გელოვანი) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს (გ. გობეჯიშვილი).
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
ა. ალექსიშვილი