საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისთვის, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოსთვის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№159
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.034.008.153
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 10/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030. 22.034.008.153

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №159

2006 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისთვის, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოსთვის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) ტერიტორიულ ორგანოებს (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გარდა), სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით განახორციელონ სახელმწიფო შესყიდვები საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.

2. დაევალოს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოს ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაყოფებს მათი მოთხოვნების საფუძველზე გამოუყოს სათანადო გეგმური ასიგნებანი სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად.

3. დაევალოს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს შესაბამის საფინანსო-სამეურნეო დანაყოფებს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტების ხელმძღვანელთა მიერ დამტკიცებამდე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენამდე 15 დღით ადრე პროექტი შეუთანხმონ სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოს და იურიდიული სამმართველოს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს.

3. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი