უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების შესრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №225
2011 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების შესრულების თაობაზე
1. ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბერს ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმებისა და საქართველოს მიერ სხვა ქვეყნებთან გაფორმებული უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების (შემდეგში – რ ე ადმისიის შეთანხმება) შესრულების მიზნით უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს ევროკავშირის წევრ და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთა საქართველოში დაბრუნების ორგანიზაციული და პროცედურული საკითხები.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ითანამშრომლონ საქარ თ ველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რეადმისიის შეთანხმებით ნაკ ი სრი ვალდებულებების შესასრულებლად და ა ღნიშნულის უზრუნველსაყოფად ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყონ შესაბამისი ერთობლივი ბრძანების შემუშავება და გამოცემა.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი