უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიისა და ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმებებით გათვალისწინებულ ერთობლივ კომიტეტებში საქართველოს მხრიდან წარმომადგენლობის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №290
2011 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიისა და ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმებებით გათვალისწინებულ ერთობლივ კომიტეტებში საქართველოს მხრიდან წარმომადგენლობის განსაზღვრის თაობაზე
1. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების მე- 18 მუხლისა და „ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“2010 წლის 17 ივნისის შეთანხმების მე-12 მუხლი თ გათვალისწინებულ ერთობლივ კომიტეტ ებ ში საქართველოს მხრიდან წარმომადგენლობა უზრუნველყო ნ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერ ი ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
2. ერთობლივ კომიტეტ ებშ ი საქართველოს წარმომადგენლობის საქმიანობის კოორდინაცია უზრუნველყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერ ი ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ერთობლივ კომიტეტებში საკუთარი წარმომადგენლ ებ ის განსაზღვრ ა უზრუნველყონ 2011 წლის 1 ივნისამდე.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი