საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№211
სარეგისტრაციო კოდი
210.320.040.22.022.008.300
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 30/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.022.008.300

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №211

2006 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართვლოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტების და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა;

გ) ნორმატიული აქტების ცოდნა;

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ.გ) საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული“ კოდექსი;

გ.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

გ.ე) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი;

გ.ვ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“;

გ.ზ) საქართველოს კანონი ,,განათლების შესახებ“;

გ.თ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულება“;

გ.ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვარის №31 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულება“.

დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ე) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

ვ) ანალიტიკური აზროვნება;

ზ) უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

თ) უცხო ენის/ენების ცოდნა (სასურველია).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.03.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.03.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №211. სარეგისტრაციო კოდი — 210.320.040.22.022.008.300.
სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.03.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №211, 21.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 210.320.040.22.022.008.300 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63586/