საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.10.2003 ბოლო ცვლილება 14.06.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№537
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 125, 30/10/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №537

2003 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ

ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი (შემდგომში – თეატრი).

2. საქართველოს კულტურის სამინისტრომ (ს. გოგიბერიძე) დაამტკიცოს თეატრის დებულება.

3. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელონ საქართველოს კულტურის სამინისტრომ და ქ. ფოთის მთავრობამ; კულტურის სამინისტრომ დანიშნოს წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირი ქ. ფოთის მთავრობასთან შეთანხმებით.

4. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ.გაჩეჩილაძე) გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელშეკრულება და გადასცეს უძრავი და მოძრავი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. მიზანშეწონილად ჩაითვალოს, რომ თეატრის დაფინანსება კანონმდებლობის შესაბამისად ქ. ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეატრის მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხისა და მიზნობრივი პროგრამების მიხედვით განსაზღვრულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში (მათ შორის, სადადგმო, საგასტროლო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები) გამოიყოს ცალკე სტრიქონად.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.06.2013.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ მიღებულია 27.10.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №537. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.05.002.002.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.06.2013-დან.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.06.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“, №537, 27.10.2003, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/34492/