,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.01.2005 ბოლო ცვლილება 28.06.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
190.020.060.10.003.000.147
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 28/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №13

2005 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2005/06 სასწავლო წელს და შემდგომ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების ახალ წესზე ეტაპობრივი გადასვლის უზრუნველყოფის მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 88-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური რაოდენობა 2005/06, 2006/07, 2007/08 სასწავლო წლებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) მაქსიმალური რაოდენობა – 1500 ლარი;

ბ) საშუალო რაოდენობა – 1250 ლარი;

გ) მინიმალური რაოდენობა – 1000 ლარი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყოველი წლის პირველ თებერვლამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს მომავალი სასწავლო წლისათვის მისი ფაკულტეტების ან/და სპეციალობების საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ჩამონათვალს.

3. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების არჩევამდე ფაკულტეტების ან/და სპეციალობათა მიხედვით საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ჩამონათვალს ადგენს დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ფაკულტეტების დეკანების მოვალეობის შემსრულებლებთან ერთად.

პრემიერ-მინისტრი        ზ. ჟვანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ”“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2006.
როდის იქნა მიღებული „,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ”“?
„,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ”“ მიღებულია 25.01.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 190.020.060.10.003.000.147.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ”“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.06.2006-დან.
სად არის „,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ”“, №13, 25.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.10.003.000.147 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11212/