„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,საქნახშირის“ ლიკვიდაციის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №81
2004 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქნახშირის“ ლიკვიდაციის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქნახშირი“.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა მიმართ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად უმოკლეს დროში მოამზადოს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი, რომლის მიხედვით „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქნახშირისთვის“ გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობა და ასიგნებები გადაეცეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აპარატს.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ორ კვირაში უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქნახშირის“ ბალანსზე არსებული ქონების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე ასახვა და მისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადაცემა.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,საქნახშირის“ ლიკვიდაციის შესახებ”?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,საქნახშირის“ ლიკვიდაციის შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.09.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,საქნახშირის“ ლიკვიდაციის შესახებ”?
- „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,საქნახშირის“ ლიკვიდაციის შესახებ” მიღებულია 14.09.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №81. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.070.10.003.000.080.
- სად არის „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,საქნახშირის“ ლიკვიდაციის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.09.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,საქნახშირის“ ლიკვიდაციის შესახებ”, №81, 14.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.10.003.000.080 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11080/