ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობისა და აღჭურვის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №36
2005 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობისა და აღჭურვის ღონისძიებათა შესახებ
„ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებულ რიგ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 1 ნოემბრის №161 განკარგულების შესრულების, მშენებლობის სუბიექტების შეცვლასთან დაკავშირებით მშენებლობის სამართლებრივი და ტექნიკური საკითხების მოწესრიგების, კომპლექსის მშენებლობის შეზღუდულ ვადებში დასრულების უზრუნველყოფისა და ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის აღჭურვის მიზნით:
1. შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის“მიერ ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობისა და აღჭურვის დამკვეთის ფუნქციის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტომ“უზრუნველყონ მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობათა (დანგრეული) შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის“ საწესდებო კაპიტალში შეტანა, აგრეთვე მშენებლობისათვის საჭირო, დღეისათვის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობათა შეტანა მას შემდეგ, რაც განხორციელდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა.
2. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას უზრუნველყოს ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობისათვის პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობათა გამოსყიდვა სახელმწიფო საკუთრებაში გადასაცემად.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებათა განხორციელება, რის საფუძველზეც შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფა“მოახდენს ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობის უკვე შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშსწორებას.
4. ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოთა დროულად და მაღალხარისხოვნად შესრულების მიზნით სს „ინჟმშენმა“განახორციელოს მენარდის ფუნქცია.
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის №41 განკარგულების მე-6 პუნქტი.
6. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას უზრუნველყოს ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის საინჟინრო ინფრასტრუქტურის (მისასვლელი გზები, გარე კომუნიკაციები) მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
7. ეთხოვოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის სახელმწიფო დაცვის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი