საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საპრივატიზებო პირობების შეცვლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2336
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 01/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2336

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საპრივატიზებო პირობების შეცვლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ შეიტანოს ცვლილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ნგ&სს“‑ს შორის 2007 წლის 11 ოქტომბერს დადებულ №8ა ოქმი-ხელშეკრულებაში (11.10. 2007 წ., საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისია, პირობებით გამოცხადებული აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №8ა) ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 აბზაცებით ნაკისრ ვალდებულებათა მოხსნის მიზნით.

2. შპს „ნგ&სს“ გათავისუფლდეს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმი-ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 აბზაცებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის სახელმწიფოს წინაშე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:

ა) წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები, ზემოაღნიშნული ოქმი-ხელშეკრულებით გადაცემული ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №56/14/18/184 და №56/14/18/185) შემდგომში სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, შპს „ნგ&სს“-სათვის ტოლფასი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით;

ბ) განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 პრემიერ‑მინისტრი                                                                     ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საპრივატიზებო პირობების შეცვლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საპრივატიზებო პირობების შეცვლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.12.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საპრივატიზებო პირობების შეცვლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“?
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საპრივატიზებო პირობების შეცვლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 01.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2336. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საპრივატიზებო პირობების შეცვლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საპრივატიზებო პირობების შეცვლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“, №2336, 01.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2349606/