საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „არქიმედეს კლინიკას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „არქიმედეს კლინიკის“ მიერ ცალკეული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1860
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „არქიმედეს კლინიკას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „არქიმედეს კლინიკის“ მიერ ცალკეული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „არქიმედეს კლინიკას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი.
2. „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1–1/1537 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „არქიმედეს კლინიკას“ შორის საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „არქიმედეს კლინიკისთვის“ დასაკისრებელი ვალდებულების, კერძოდ, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გარდამავალი პერიოდის დასასრულიდან 7 წლის განმავლობაში, ხელშეკრულების №5 დანართით განსაზღვრული სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით, ბაზისური სამედიცინო სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფის შეუსრულებლობისათვის შპს „არქიმედეს კლინიკის“ პასუხისმგებლობა განისაზღვროს ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
3. განკარგულება ძალაშია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „არქიმედეს კლინიკისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების ამოქმედების დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური